Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაკავებული ჯაშუშების თაობაზე მოსკოვში პირველ კომენტარს აკეთებენ


”ჩვენ გავიგეთ ინფორმაცია ჯაშუშების დაკავების შესახებ, მაგრამ ქვეყნებს შორის, ოფიციალური თბილისის ინიციატივით, არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, ამიტომ ჩვენთვის წარმოუდგენელია, ოპერატიულად გავარკვიოთ, რა მოხდა რეალურად. მთავარი, რასაც მივაქციეთ ყურადღება, არის ის, რომ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. ამიტომ ვითარების გასარკვევად საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართოთ", - განუცხადეს გამოცემა "კომერსანტს" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტში.

დაახლოებით იმავე შინაარსის იყო ვიეტნამში ვიზიტით მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, პასუხიც ”ინტერფაქსის” შეკითხვაზე: ”როგორც ჩვენ გვესმის, საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, მეტი ჩვენ არაფერი ვიცით”.

"ინტერპრესნიუსის" ცნობით, დაკავებულები რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ მუშაობდნენ. ისინი საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ შესყიდვებზე, ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ. საქართველოს შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრიფინგი ამ თემაზე 5 ნოემბერს გაიმართება.

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 20 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ რეიტერმა გაავრცელა.
XS
SM
MD
LG