Accessibility links

იემენიდან აშშ-ში მიმავალ ამანათებში ასაფეთქებელი მასალა ნახეს


იემენის სამართალდამცავები იძიებენ, თუ ვინ დგას იმ გზავნილების უკან, რომლებსაც გუშინ მიაგნეს ორი სატრანსპორტო ფირმის, „ფედექსის“ და „იუ-პი-ესის“ ტვირთში. ამანათები, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს შეიცავდა, გაგზავნილი იყო აშშ-ში ებრაული ორგანიზაციებისთვის იემენიდან. დუბაის პოლიციამ, იქ მიაგნეს ერთ გზავნილს, განაცხადა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპი ემთხვევა იმისას, როგორსაც ტერორისტული ორაგანიზაცია ალ-ყაიდა იყენებს. მეორე ამანათი, ასევე იემენიდან გაგზავნილი და აშშ-ში მიმავალი, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობით, ბრიტანეთში, ისტ მიდლენდის აეოროპორტში ნახეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ამანათებს „ნამდვილი ტერორისტული საფრთხე“ უწოდა. ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ცნობილი იყო არაბეთის ნახევარკუნძულის ალ-ყაიდის განზრახვა, თავდასხმები განეხოციელებინა აშშ-სა და მის მოკავშირეებზე: „განკარგულება გავეცი, რომ ძალღონე არ დავიშუროთ, რათა დადგინდეს ამ საეჭვო ამანათების წარმოშობა და მათი კავშირი სხვა ტერორისტულ გეგმასთან. მართალია, ყველა ფაქტი არ ვიცით, ცხადია ის, რომ ამანათი იემენიდან იყო. ისიც ვიცით, რომ „ალ ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე“ - იემენში დაფუძნებული ტერორისტული ჯგუფი, აგრძელებს ჩვენი სამშობლოს, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების დაგეგმვას“.
აშშ-ის შინაგანი უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ აეროპორტებში გამკაცრდა ტვირთის შემოწმება. "ფედექსმა" და "იუ-პი-ესმა" იემენიდან ყოველგვარი ტვირთის გაგზავნა შეწყვიეტს. აშშ-ის ფილადელფიის, ნიუ-ჯერსის, ასევე ქალაქ ნიუ-იორკის სატვირთო აეროპორტებში შემოწმების შედეგად ასაფეთქებელი ნივთიერებები ვერ ნახეს.
XS
SM
MD
LG