Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტი აშშ-ს და რუსეთს განმარტებას თხოვს


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ განმარტება მოსთხოვა მის ქვეყანაში განთავსებულ საერთაშორისო ძალებს, ამას წინათ ნარკოტიკებით მოვაჭრთა წინააღმდეგ აშშ-ის და რუსეთის ერთობლივი ოპერაციის თაობაზე. კარზაიამ განაცხადა, რომ ოპერაცია ჩატარდა ისე, რომ არაფერი იცოდა ავღანეთის ხელისუფლებამ, რაც მას, დაუშვებლად მიაჩნია. ერთობლივი ოპერაციის შესახებ პარასკევს განაცხადა რუსეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის უწყების ხელმძღვანელმა ვიქტორ ივანოვმა. მისი თქმით, ოპერაციის დროს 250 მილიონი დოლარის ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების კონფისკაცია მოხდა.
XS
SM
MD
LG