Accessibility links

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი ავღანეთში: თალიბანი კურსს არ ცვლის


აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთში თალიბანთან შერიგების მოლაპარაკების თაობაზე თქვა, რომ მასში მონაწილეობენ მხოლოდ ადგილობრივი თალიბები და არა ლიდერები. რიჩარდ ჰოლბრუკის თქმით, ამ ეტაპზე არ ჩანს იმის ნიშანი, რომ თალიბანი კურსის შეცვლას აპირებს. მისივე თქმით, ის ქაბულში შეხვდა საბჭოს მაღალი რანგის წევრს, მაჰზუმ სტაკინზაის, რომელმაც აცნობა, რომ სულ უფრო მეტ თალიბთან არსებობს კონტაქტი, რადგან ისინი ზეწოლას გრძნობენ. ჰოლბრუკის თქმით, თალიბები, რომლებთანაც არის კონტაქტი, უფრო ადგილობრივი ძალები არიან და მოძრაობის ლიდერის მოლა ომარის იდეოლოგიას არ იზიარებენ.
XS
SM
MD
LG