Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზიის ქვეყნებს რუსეთთან ბირთვულ სფეროში თანამშრომლობა სურთ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სამხრეთი აზიის ქვეყნებს რუსეთთან ბირთვულ სფეროში ხელშეკრულებების დადება სურთ. ვიეტნამში, ჰანოიში, მან თქვა, რომ რუსეთის პარტნიორებმა ბირთვული ენერგიის მიმართ გამოხატეს ინტერესი. ლავროვი რუსეთის პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს ახლავს ვიეტნამში, სადაც რეგიონული ორგანიზაციის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტი იმართება. ორგანიზაციაში დღეს ოფიციალურად გაწევრიანდნენ აშშ და რუსეთი. სამიტის შემდეგ მედვედევი ვიეტნამელ კოლეგას შეხვდება. ისინი ხელს მოაწერენ შეთანხმებას ვიეტნამში პირველი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ.
XS
SM
MD
LG