Accessibility links

ავღანეთში შეტაკებისას 30 მეამბოხე მოკლეს


ნატოს თანახმად, წუხელ 30 მეამბოხე მოკლეს, როცა ისინი აღმოსავლეთ ავღანეთში მის შენაერთს დაესხნენ თავს. საერთაშორისო ჯარის ხუთი მებრძოლი დაიჭრა. ნატოს ცნობით, კოალიციის ჯარმა ავიაცია იხმო დასახმარებლად, როცა მის საგუშაგოს ყველა მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს მსუბუქი და საშუალო იარაღიდან.
XS
SM
MD
LG