Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერს სახელმწიფო უწყებებში მეტი იმიგრანტის დასაქმება სურს


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გაავრცელა მიმართვა, რომლითაც მოუწოდა სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ მათ უწყებებში ემიგრანტებს მეტი სამუშაო ადგილი გამოუყონ. ვიდეომიმართვაში კანცლერმა თქვა, რომ ამის შესახებ ის იტყვის ეროვნული უმცირესობების ლიდერებთან და სპორტული და სამეწარმეო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ბერლინში, მომავალ ოთხშაბათს. განიხილავენ ასევე ემიგრანტებისთვის გერმანული ენის დაჩქარებული სწავლებისა და ეკონომიკის სექტორში მათი დასაქმების საკითხს.
XS
SM
MD
LG