Accessibility links

logo-print

სერბიის პრეზიდენტი: მლადიჩს დავიჭერთ, თუ ის სერბიაშია


სერბიის პრეზიდენტმა, ბორის ტადიჩმა განაცხადა, რომ ბოსნიელი სერბების ყოფილ სამხედრო ლიდერს, რატკო მლადიჩს დაიჭერენ, თუ ის სერბიის უშიშროების ძალებისთვის ხელმისაწვდომ არეალებში გამოჩნდება. გაზეთ „ბლიცში“ დაბეჭდილ ინტერვიუში ტადიჩი ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში ბელგრადი გააგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიოს ყველა სპეცსამსახურთან, რათა დაკავონ ყოფილი გენერალი. საომარ დანაშაულში ეჭვმიტანილი რატკო მლადიჩის დაკავება და საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემა ევროკავშირში სერბიის გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების დაწყების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
XS
SM
MD
LG