Accessibility links

logo-print

ირანის ვაჭრობის მინისტრმა უარყო, რომ საერთაშორისო სანქციებმა დააზარალა ირანის სავაჭრო ურთიერთობები


ირანის ვაჭრობის მინისტრმა უარყო, რომ საერთაშორისო სანქციებმა დააზარალა ირანის სავაჭრო ურთიერთობები. მაჰდი ღაზანფარიმ სანქციებს „არაეფექტიანი“ უწოდა და თქვა, მათ ჯერჯერობით გავლენა ვერ მოახდინეს სხვა ქვეყნებთან ჩვენს ვაჭრობაზეო. ღაზანფარის კომენტარი მოჰყვა გასულ კვირაში ირანის სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, მოჰამად ნაჰავანდიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საერთაშორისო სანქციებმა ეკონომიკაზე გავლენის მოხდენა დაიწყო. ირანს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების ოთხი წყება, ასევე შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სხვა აკრძალვები აქვს დაწესებული ურანის გამდიდრებაზე უარისთვის. ეს ტექნოლოგია ბირთვული იარაღის საწარმოებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ირანი უარყოფს, რომ ბომბის შექმნა სურს.
XS
SM
MD
LG