Accessibility links

სულ ცოტა 22-მდე გაიზარდა სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაჭრილთა რიცხვი


სულ ცოტა 22-მდე გაიზარდა სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაჭრილთა რიცხვი. მათგან ათი პოლიციელია, დანარჩენები - სამოქალაქო პირები. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. პოლიციის მონაცემებით, აფეთქება თვითმკვლელმა მოახდინა. აფეთქების სიახლოვეს ნაპოვნია გვამი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, თვითმკვლელს ეკუთვნის. თურქეთის მასმედია იტყობინება, რომ მოედანზე, სადაც აფეთქება მოხდა, პოლიციელებმა კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. აფეთქებისთვის ჯერჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG