Accessibility links

logo-print

ბორის ტადიჩი: „ვუკოვარის საშინელებები აღარასოდეს უნდა განმეორდეს“


სერბიის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი მომავალ კვირაში ხორვატიაში ვიზიტისას ესტუმრება ვუკოვარს, სადაც 1991 წელს გააფთრებული ბრძოლები გაიმართა სერბულ და ხორვატულ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის. ვიზიტის წინ ხორვატიის გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ტადიჩმა თქვა, რომ აპირებს, პატივი მიაგოს ქალაქის აღების შემდეგ სერბი სამხედროების ხელით მოკლული ასობით ხორვატის - სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების - ხსოვნას. „ვუკოვარის საშინელებები აღარასოდეს უნდა განმეორდეს“, - განაცხადა ტადიჩმა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სერბიაში დააკავეს ჩერნოგორიის ხუთი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 1990-იანი წლების დამდეგს ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკისთვის ბრძოლებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებში.
XS
SM
MD
LG