Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კორეის ქალაქ კუმგანგში სამხრეთ კორეის 430 მოქალაქე ხვდება თავის ნათესავებს


ჩრდილოეთ კორეის ქალაქ კუმგანგში სამხრეთ კორეის 430 მოქალაქე ხვდება თავის ნათესავებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრობენ. ოჯახები გაყოფილი იყო 60 წლის განმავლობაში - 1950 წელს კორეის ომის დაწყების შემდეგ. ჯერაც საომარ მდგომარეობაში მყოფ ორ კორეულ სახელმწიფოში მცხოვრებ დაშორიშორებულ ნათესავებს შორის პირველი შეხვედრა 2000-იანი წლების დამდეგს შედგა. ახლა ეს შეხვედრები განახლდა რამდენიმე წლის შესვენების შემდეგ, რაც სეულსა და ფხენიანს შორის ურთიერთობების გაუარესებით იყო გამოწვეული. მომავალ კვირაში - ასევე კუმგანგში - შედგება კიდევ ერთი შეხვედრა. მასზე სამხრეთ კორეის 96 და ჩრდილოეთ კორეის 200-მდე მოქალაქე ჩავა.
XS
SM
MD
LG