Accessibility links

logo-print

იემენში ცდილობენ აშშ-ის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილთა დაკავებას


იემენის უშიშოროების სამსახურები ცდილობენ, მეტი ეჭვმიტანილი დააკავონ შეერთებულ შტატებში ფოსტით გაგზავნილი ფეთქებადი გზავნილების საქმესთან დაკავშირებით. დღეს დედაქალაქ სანააში ერთი ქალი დააკავეს. ის აღმოჩნდა უნივერსიტეტის სტუდენტი, 22 წლის ჰანან ალ სამავი. ასოშიეიტედ პრესის ცნობით, დაკავებულია მისი 45 წლის დედაც. იემენის ხელისუფლება იტყობინება, რომ ახლა ეძებენ სხვა პირებს, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ყალბ საბუთებსა და პირადობის მომწმობებს ხმარობდნენ. იემენიდან გაგზავნილი ორი შეკვრა დიდ ბრიტანეთსა და დუბაიში დააკავეს პარასკევს. ვარაუდობენ, რომ ამ აქციის მიღმა ალ ყაიდა დგას. ნიუ იორკ ტაიმსის ცნობით, ბომბები, რომლებიც საჰაერო ლაინერებით გაგზავნილ ტვირთში იყო დამალული და შეერთებულ შატებში მიემართებოდა, სპეციალისტის მიერ იყო დამზადებული და უკიდურესად რთული კონსტრუქციის იყო.
XS
SM
MD
LG