Accessibility links

კოტ დ'ივუარში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები


კოტ დ'ივუარში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები. ქვეყნის უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე პრეტენზიას აცხადებდა 14 კანდიდატი. ფავორიტებად ითვლებოდნენ სამნი - მოქმედი პრეზიდენტი ლორან გბაგბო, ყოფილი პრეზიდენტი ანრი კონან ბედიე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალასან უატარა. არჩევნების პროცესში ქვეყნის მთავარ ქალაქ აბიჯანის საკვანძო მნიშვნელობის წერტილებში გაეროს სამშვიდობო ძალები განთავსდა. 2004 წელს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში აქტიურად განაგრძობენ მოქმედებას ანტისამთავრობო ძალები. კოტ დ'ივუარი კაკაოსა და ყავის მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწარმოებელია.
XS
SM
MD
LG