Accessibility links

logo-print

იემენში ცდილობენ, დააკავონ ფეთქებადი საფოსტო გზავნილების საქმესთან დაკავშირებული პირები


იემენში ცდილობენ, დააკავონ შეერთებულ შტატებში ფოსტით გაგზავნილი ფეთქებადი გზავნილების საქმესთან დაკავშირებული ეჭვმიტანილები. იემენის უშიშოროების სამსახურებმა კვირას დედაქალაქ სანააში ერთი ქალი დააპატიმრეს. ის აღმოჩნდა უნივერსიტეტის სტუდენტი, 22 წლის ჰანან ალ სამავი. ასოშიეიტედ პრესის ცნობით, დაკავებულია მისი 45 წლის დედაც, მაგრამ მოგვიანებით ორივე გაათავისუფლეს. იემენის ხელისუფლება იტყობინება, რომ ახლა სხვა პირებს ეძებენ, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ყალბ საბუთებსა და პირადობის მომწმობებს იყენებდნენ. იემენიდან გაგზავნილი ორი შეკვრა დიდ ბრიტანეთსა და დუბაიში პარასკევს დააკავეს. ვარაუდობენ, რომ ამ აქციის მიღმა ალ-ყაიდა დგას. ნიუ იორკ ტაიმსის ცნობით, ბომბები, რომლებიც საჰაერო ლაინერების ტვირთში იყო დამალული და შეერთებულ შტატებში იგზავნებოდა, სპეციალისტის მიერ დამზადებული და უკიდურესად რთული კონსტრუქციის იყო.
XS
SM
MD
LG