Accessibility links

მედვედევი კურილის კუნძულებს სტუმრობს


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დღეს კუნაშარის კუნძულზე ჩავიდა, რომელიც კურილის ერთ-ერთი კუნძულია. კურილის კუნძულებს იაპონიაც და რუსეთიც საკუთარ ტერიტორიად მიიჩვენს. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა მედვედევის ვიზიტს ”ძალიან სამწუხარო” უწოდა. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიჯი მაეჰარამ კი რუსეთის ელჩი მიხაილ ბელი დაიბარა. საბჭოთა კავშირმა კურილის ოთხი კუნძული მეორე მსოფლიო ომის ბოლოს დაიკავა.
XS
SM
MD
LG