Accessibility links

logo-print

ავღანეთში კონტროლი აღადგინეს რაიონზე, რომელიც წუხელ თალიბანმა დაიპყრო


ავღანეთში მდებარე ღაზნის პროვინციის გუბერნატორ მუსა ხან აკბარზადას განცხადებით, მთავრობის ჯარებმა კონტროლი აღადგინეს რაიონზე, რომელიც წუხელ თალიბანმა დაიპყრო. გუბერნატორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეამბოხეებმა კვირას ღამით განახორციელეს იერიში ხოგიანის რაიონზე, შეიჭრნენ ადგილობრივ ადმინისტრაციაში, მაგრამ მთავრობის უშიშროების ძალებმა დღეს დილით ამ რაიონზე კონტროლის დამყარება ისევ შეძლეს. აკბარზადას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. ბოლო თვეებში ღაზნი ავღანეთის ყველაზე ნაკლებად სტაბილურ რეგიონებს მიეკუთვნება.
XS
SM
MD
LG