Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კურილის ერთ-ერთ კუნძულზე მედვედევის ვიზიტი დავას იწვევს რუსეთსა და იაპონიას შორის


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დღეს კურილის ერთ-ერთ კუნძულზე, კუნაშირზე ჩავიდა, რასაც კრიტიკა მოჰყვა იაპონიისაგან. კურილის კუნძულები ტერიტორიულ უთანხმოებას იწვევს ამ ორ ქვეყანას შორის. საბჭოთა არმიამ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს დაიპყრო კურილის კუნძულები, მაგრამ იაპონია პრეტენზიას აცხადებს ოთხ მათგანზე. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა „ძალიან დასანანი“ უწოდა მედვედევის ვიზიტს. საპასუხოდ განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომლის თქმითაც, რეგიონში მედვედევის ვიზიტზე იაპონიის რეაქცია „მიუღებელია“, კურილის კუნძულები რუსეთის ტერიტორიაა და პრეზიდენტი „რუსულ მიწაზე“ იყო ჩასული. კურილის კუნძულების თაობაზე უთანხმოება პრობლემას ქმნის ორმხრივ ურთიერთობაში, რის შედეგადაც ტოკიოს და მოსკოვს დღემდე არ გაუფორმებიათ სამშვიდობო შეთანხმება.
XS
SM
MD
LG