Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ კვირაში თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელიან


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოთაქი, რომლის 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტი 3 ნოემბერს დაიწყება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს შეხვდება და ბათუმში გახსნის ირანის საკონსულოს. საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას ხელს მოაწერენ უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ირანთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს პარტნიორი აშშ-ისთვის გამაღიზიანებელ ფაქტორს არ წარმოადგენს. კალანდაძის თქმით, საქართველოს სურს კარგი და გამჭვირვალე ურთიერთობა ყველა დიდ სახელმწიფოსთან, მოსაზრება აშშ-ის როლის შესუსტების თაობაზე კი, სრულიად უსაფუძვლოა.
XS
SM
MD
LG