Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსიასა და ლიტვას ეწვევა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდო ვესტერველემ, მოსკოვში ვიზიტით დაიწყო ტურნე, რომელიც ბელორუსიასა და ლიტვაში ჩასვლასაც ითვალისწინებს. ვესტერველემ რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს შეშფოთება გამოთქვა მიხაილ ხოდორკოვსკის საქმესთან დაკავშირებით - ხოდორკოვსკი, რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც ნავთობკომპანია „იუკოსს“ ხელმძღვანელობდა, გადასახადებისთვის თავის არიდების და თაღლითობის ბრალდებებით გაასამართლეს... თუმცა კრემლის ოპონენტები ირწმუნებიან, რომ საქმე ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ მცდელობას, გააჩუმონ ხოდორკოვსკი, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მიმართ მისი კრიტიკის გამო. რუსეთში ერთდღიანი ვიზიტის დროს, ვესტერველე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც ხვდება.
XS
SM
MD
LG