Accessibility links

აშშ-ში დღეს არჩევნებია


დღეს ამერიკაში არჩევნებია. ამომრჩევლები კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და ასადგილიანი სენატის 37 წევრს აირჩევენ. ეს არჩევნები შუალედურ (mid-terms) არჩევნებად არის ცნობილი, რადგან პრეზიდენტ ობამას ოთხწლიანი ვადის შუა პერიოდს ემთხვევა. საზოგადოებრივი აზრის წინასაარჩევნო კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრი ამომრჩეველი, სავარაუდოდ, აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ნელი ტემპისა და უმუშევრობის მაღალი დონის გამო დემოკრატიული პარტიის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს. დღემდე საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატას დემოკრატიული პარტია აკონტროლებს. გამოკითხვების მიხედვით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები რესპუბლიკელებთან დამარცხდებიან. ვარაუდობენ აგრეთვე, რომ რესპუბლიკელები დემოკრატების მიერ კონტროლირებულ სენატშიც გარკვეულ წარმატებას მიაღწევენ. კონგრესის თუნდაც ერთ პალატაში კონტროლის მოპოვება რესპუბლიკელებს მისცემს მნიშვნელოვან ბერკეტს დაბლოკონ, ან შეაფერხონ პრეზიდენტ ობამასა და დემოკრატების მიერ მხარდაჭერილი ესა თუ ის კანონპროექტი. კონგრესის წევრების გარდა, ამერიკის 37 შტატის ამომრჩევლები დღეს თავთავიანთი შტატის გუბერნატორებსაც ირჩევენ, მათ შორის - კალიფორნიაში, ფლორიდაში, ნიუ-იორკში, ოჰაიოში, პენსილვანიასა და ტეხასში. კალიფორნიაში ამომრჩევლებმა უნდა გამოხატონ აგრეთვე თავიანთი პოზიცია თავიანთ შტატში მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხზეც.
XS
SM
MD
LG