Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი და საფრანგეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ შეთანხმებებს აფორმებენ


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დღეს ლონდონში ხელს მოაწერენ შეთანხმებებს თავდაცვის სფეროში ახალი თანამშრომლობის შესახებ, რაც ბირთვული ქობინების ერთობლივად შექმნასა და გამოცდასაც გულისხმობს. თავდაცვის სფეროში ამ დონის თანამშრომლობა ნატოსა და ევროკავშირის, აგრეთვე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ ორ ქვეყანას შორის უპრეცედენტოდ ფასდება. საფრანგეთი აცხადებს, რომ საფრანგეთის ტერიტორიაზე განთავსდება ბირთვული იარაღის სიმულაციური გამოცდის ცენტრი, დიდ ბრიტანეთში კი - ბირთვული კვლევის ცენტრი. ლონდონის შეხვედრაზე ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერები გამოაცხადებენ აგრეთვე ერთობლივი ათასკაციანი საექსპედიციო სამხედრო ძალების შექმნის შესახებაც. ორი ქვეყანა ოფიციალურად შეთანხმდება აგრეთვე ერთმანეთის ავიამზიდების გამოყენების შესახებაც.
XS
SM
MD
LG