Accessibility links

მიხაილ ხოდორკოვსკიმ საბოლოო სიტყვა თქვა სასამართლოზე


მოსკოვის სასამართლოზე, რომელიც კომპანია „იუკოსის“ ყოფილი თანამფლობელების მეორე საქმეს განიხილავს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მიხაილ ხოდორკოვსკიმ დღეს საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. პროცესზე გადაწყდა, რომ განაჩენს 15 დეკემბერს გამოიტანენ. ხოდორკოვსკიმ განაცხადა სასამართლოზე, რომ არის ხალხი, ვისაც მისი და პლატონ ლებედევის სამარადისოდ ციხეში დატოვება სურთ, მაგრამ ხოდორკოვსკის თქმით, მათ მხოლოდ საპირისპიროს მიაღწიეს და ის და მისი პარტნიორი „განუკითხაობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ გადააქციეს“. „იუკოსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა მოუწოდა მოსამართლეს, გამოიჩინოს სიმამაცე, თუმცა არ მოელის, რომ სასამართლო მას გაამართლებს. ბრალდება ხოდორკოვსკისა და ლებედევისთვის 14-წლიან პატიმრობას მოითხოვს. პროკურატურას მიაჩნია, რომ ნავთობის მიტაცებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდება დამტკიცებულია. განსასჯელები დანაშაულს კატეგორიულად უარყოფენ.
XS
SM
MD
LG