Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიამ დროებით გაიწვია თავისი ელჩი რუსეთიდან


იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ ის გაიწვევს თავის ელჩს რუსეთიდან დროებით. მიზეზი ორ ქვეყანას შორის სადავო კუნძულზე რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ვიზიტია. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სეიჯი მაეჰარამ თქვა, რომ მას სურს, კუნძულზე მედვედევის ვიზიტის შესახებ ელჩისგან მეტი ინფორმაცია მიიღოს. ეს რუსეთის ლიდერის პირველი ვიზიტი იყო კუნძულზე, რომელიც რუსეთში კურილის კუნძულებად და იაპონიაში ჩრდილოეთის ტერიტორიებად წოდებული მიწების ნაწილია. კუნძულები საბჭოთა არმიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიკავა. სამხრეთ ნაწილში მდებარე ოთხ კუნძულს იაპონია თავისად მიიჩნევს. ამ დავის გამო რუსეთსა და იაპონიას შორის არ დადებულა ოფიციალური შეთანხმება ომის დასრულების შესახებ.
XS
SM
MD
LG