Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”რაკ ჯგუფი” ფოთის პორტის აქციების საფონდო ბირჟაზე გატანას აპირებს


ფოთის პორტის აქციათა ნაწილის გაყიდვის განზრახვა დაადასტურა საქართველოში არაბული კომპანია "რაკიას" წარმომადგენელმა "რაკ ჯგუფმა". მის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, მომავალ წელს კომპანია აპირებს, საფონდო ბირჟაზე გაიტანოს ფოთის პორტის აქციები, რომლის ზუსტი რაოდენობისა და ნომინალური ფასის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. არაბულ კომპანია "რაკიას" ფოთის პორტის აქციების 51% 49-წლიანი მართვის უფლებით 2008 წლის აპრილში გადაეცა. მოგვიანებით კომპანამ აქციათა დარჩენილი 49%-იც შეისყიდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არაბული კომპანია "რაკიას" მიერ ფოთის პორტის აქციათა შესაძლო გაყიდვას ჯერჯერობით უკომენტაროდ ტოვებს.
XS
SM
MD
LG