Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ჩაიშალა


ქალაქ გალში დღეს, პრაქტიკულად, ჩაიშალა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. აფხაზურმა მხარემ თბილისის დელეგაციისგან მოითხოვა ინფორმაცია გალის რაიონის მკვიდრის, ოქტომბერში გაუჩინარებული გარი ჯოპუას შესახებ. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ჯოპუა ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და მის გათავისუფლებას მოითხოვს. თავის მხრივ, თბილისი გარი ჯოპუას გაუჩინარებასთან კავშირს უარყოფს. ქართული მხარისგან მსგავსი განმარტების მიღების შემდეგ, აფხაზურმა დელეგაციამ სხვა საკითხების განხილვაზე უარი თქვა. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ორ კვირაში უნდა განახლდეს.
XS
SM
MD
LG