Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში მილიციამ შეიარაღებული მეამბოხე მოკლა


რუსეთის ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკა დაღესტანში, მილიციის ცნობით, მისმა თანამშრომლებმა მოკლეს შეიარაღებული მეამბოხე, რომელმაც მილიციელს ესროლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა ორშაბათს, ღამით, ქალაქ კასპიისკში მოხდა. მილიციელი საავადმყოფოში მოათავსეს. ამავე ცნობით, მოკლული მურად შაშაევი იყო, ადგილობრივი ტერორისტული ჯგუფის ლიდერი, რომელსაც მილიცია სხვა დანაშაულებისთვის ეძებდა.
XS
SM
MD
LG