Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში შვეიცარიის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა


საბერძნეთის დედაქალაქში, შვეიცარიის საელჩოს ტერიტორიაზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. მსხვერპლზე ცნობაში არაფერია ნათქვამი. წინასწარი ცნობით, ეზოში მოტოციკლეტიანმა უცნობმა პირმა ისროლა პაკეტი ასაფეთქებელი მოწყობილობით. დღესვე საბერძნეთის პოლიციის თანახმად, მან გაანადგურა ბულგარეთის და ჩილეს საელჩოებისთვის გაგზავნილი საეჭვო ამანათები. დღესვე გააუვნებელყვეს სავარაუდო ბომბი საბერძნეთის პარლამენტის შენობასთან. ორშაბათს პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებზეც ეჭვი აქვთ, რომ აგზავნიდნენ ამანათებს ასაფეთქებელი მოწყობილობით სხვადასხვა საელჩოში, მათ შორის ერთის ადრესატი საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი იყო.
XS
SM
MD
LG