Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და ვატიკანმა ერაყში კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმა დაგმეს


აშშ-მა და ვატიკანმაც დაგმეს ერაყში, ბაღდადის კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმა, რომელსაც 50-ზე მეტი მლოცველის და პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. თეთრმა სახლმა თავის განცხადებაში კვირის თავდასხმას, რომელსაც მძევლების აყვანა ახლდა, „უაზრო“ უწოდა და ერაყელებს თანაგრძნობა გამოუცხადა. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა იკისრა. რომის პაპმა, ბენედიქტე მე-16-მ აქტი დაგმო, როგორც სასტიკი თავდასხმა დაუცველ ადამიანებზე, რომლებიც ეკლესიაში იყვნენ შეკრებილი.
XS
SM
MD
LG