Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა


ერაყის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 36 ადამიანი დაიღუპა ბაღდადში მოწყობილი, როგორც ჩანს, კოორდინირებული აფეთქებების შედეგად. საქმე ეხება, სულ ცოტა, 10 აფეთქებას, უმეტესწილად, შიიტებით დასახლებულ უბნებში. ოფიციალური პირების განცხადებით, ბომბების ნაწილი კაფე-რესტორნების მახლობლად აფეთქდა. ჯანდაცვის მინისტრ სალეჰ ალ-ჰასნავის ინფორმაციით, 320 ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG