Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები იმართება


შეერთებული შტატების რამდენიმე შტატში შუალედური არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები თბილისის დროით 14 საათზე გაიხსნა ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე რვა შტატში. კენჭისყრა ალასკაში დასრულდება, თბილისის დროით დილის 8 საათზე. დღევანდელ არჩევნებს შუალედურს უწოდებენ, რადგან ისინი პრეზიდენტის ოთხწლიანი მმართველობის ვადის შუაში ტარდება. კენჭისყრამ წარმომადგნელთა პალატის 435-ვე მანდატის და სენატის მანდატების მესამედის მფლობელთა ვინაობა უნდა გაარკვიოს. საზოგადოებრივი აზრის არაერთი გამოკითხვა მიანიშნებს იმაზე, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას დემოკრატიული პარტია დაკარგავს უმრავლესობას წარმომადგენელთა პალატაში. ამასთან, რესპუბლიკურ პარტიას უმრავლესობის მოპოვებას უწინასწარმეტყველებენ როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. იმართება ასევე გუბერნატორების არჩევნები 37 შტატში, მათ შორის კალიფორნიაში, ფლორიდასა და ნიუ-იორკში.
XS
SM
MD
LG