Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერის ოფისში აღმოაჩინეს ამანათი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო


გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, კანცლერ ანგელა მერკელის ოფისში აღმოაჩინეს ამანათი, რომელიც ასაფეთქებელ მოწყობილობას შეიცავდა. შინაგან საქმეთა მინისტრ თომას დე მეზიეს განცხადებით, ამანათი ბერლინში საბერძნეთიდან იყო გაგზავნილი და ასაფეთქებელი მოწყობილობა ისევე იყო დამზადებული, როგორც ბომბი, რომელიც დღეს აფეთქდა ათენში შვეიცარიის საელჩოსთან. კანცლერის პრეს-მდივნის განცხადებით, პოლიციამ ამანათის გაუვნებელყოფა შეძლო. ათენში ამანათში შეფუთული ბომბები აფეთქდა როგორც შვეიცარიის, ისე რუსეთის საელჩოებთან. ასეთივე ამანათები იქნა გაგზავნილი კიდევ სამ საელჩოში, მაგრამ იქ ბომბების წინასწარ გაუვნებელყოფა შეძლეს. ვარაუდობენ, რომ თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა მემაცრხენე ექსტრემისტებს ეკისრებათ.
XS
SM
MD
LG