Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა რუსეთის ყოფილი პრემიერი ვიქტორ ჩერნომირდინი


დღეს დილით მოსკოვში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ჩერნომირდინი. ახლობლების თქმით, ის მძიმედ იყო ავად. ვიქტორ ჩერნომირდინი რუსეთის მთავრობას 1992-დან 1998 წლამდე უძღვებოდა. 2001-დან 2009 წლამდე ის რუსეთის ელჩი იყო უკრაინაში.
XS
SM
MD
LG