Accessibility links

logo-print

აშშ-ში დემოკრატებმა დაკარგეს კონტროლი წარმომადგენელთა პალატაზე


აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ ვერ შეინარჩუნა უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში 2 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებში. არჩევნების წინასწარი შედეგებისა ეგზიტპოლების მიხედვით რესპუბლიკელებმა სულ მცირე 50 ადგილი წაართვეს დემოკრატებს კონგრესის ქვედა პალატაში. მინიმალური უმრავლესობის მოსაპოვებლად რესპუბლიკურ პარტიას 39 ადგილი ჰყოფნიდა. სენატში დემოკრატებმა 6 ადგილი დაკარგეს, მაგრამ მცირე უპირატესობის შენარჩუნება შეძლეს. წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი სავარაუდოდ რესპუბლიკელი ჯონ ბეინერი გახდება.
XS
SM
MD
LG