Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში დნმ-ის ანალიზმა პასუხი გასცა ჩაუშესკუს ნეშტთან დაკავშირებულ შეკითხვებს


რუმინეთში ექსპერტების განცხადებით, დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ-ის) ანალიზმა დაადასტურა, რომ ბუქარესტის სასაფლაოდან წელს ივლისში ექსჰუმირებული ნეშტი მართლაც ყოფილი დიქტატორის, ნიკოლაე ჩაუშესკუსია. სამედიცინო ექსპერტიზის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორ დან რამენჯუს განმარტებით, ნეშტიდან აღებული დნმ-ის ნიმუში ჩაუშესკუს ძმისა და ვაჟიშვილის დნმ-ის ნიმუშებს შეადარეს და ამის საფუძველზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნეშტი მართლაც ყოფილი დიქტატორისაა. ჩაუშესკუ და მისი მეუღლე ელენა 1989 წელს დახვრიტეს, ანტიკომუნისტური გადატრიალების შედეგად ხელისუფლებიდან მათი ჩამოშორების შემდეგ. ბევრი ეჭვობდა, რომ წყვილი მართლაც ბუქარესტში, გენჩეას სასაფლაოზე იყო დაკრძალული.
XS
SM
MD
LG