Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის განცხადებით, სიკვდილმისჯილ ირანელ ქალს დღეს არ ჩამოახრჩობენ


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის განცხადებით, სიკვდილმისჯილ ირანელ ქალს, საქინე მოჰამადი აშტიანის დღეს არ ჩამოახრჩობენ, რის შესახებაც კუშნერმა ირანელ კოლეგასთან საუბრიდან შეიტყო. გერმანიაში დაფუძნებულმა უფლებადამცავმა ორგანიზაციამ, "საერთაშორისო კომიტეტი ჩაქოლვის წინააღმდეგ", სამშაბათს გაავრცელა ცნობა, რომ საქინე მოჰამადი აშთიანის დღეს უპირებდნენ ჩამოხრჩობას, ჩაქოლვის ნაცვლად. აშთიანისთვის ქმრის ღალატის გამო გამოტანილი განაჩენი - ჩაქოლვა - რამდენიმე ხნის წინ გააუქმეს მას შემდეგ, რაც ბევრმა ცნობილმა პოლიტიკურმა და რელიგიურმა ფიგურამ დაგმო ჩაქოლვა, როგორც ბარბაროსობა და სისასტიკე. კუშნერის განცხადებით, მას ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მანუშერ მოტაკიმ უთხრა, რომ "რეალობას არ შეესაბამება ინფორმაცია აშტიანის სიკვდილით დასჯის შესახებ“.
XS
SM
MD
LG