Accessibility links

logo-print

აჰმადინეჟადი რუსეთს აკრიტიკებს ირანისთვის რაკეტების მიყიდვაზე უარის გამო


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს რუსეთი გააკრიტიკა ირანისთვის რაკეტების მიყიდვაზე გაფორმებული შეთანხმების გაუქმების გამო, რაც მოსკოვმა, აჰმადინეჟადის შეფასებით, შეერთებული შტატების გულის მოსაგებად გააკეთა. პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სექტემბერში გააუქმა ირანისთვის ეს-300 ტიპის ანტისაჰაერო რაკეტების მიყიდვის გეგმა, ირანის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებთან დაკავშირებით. ამ თემას აჰმადინეჟადი შეეხო ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანის ქალაქ ბოჟნურდში გამართულ მიტინგზე გამოსვლისას, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცა სახელმწიფო ტელევიზიამ. აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ, თეირანის შეფასებით, კონტრაქტი ძალაშია და თუ რუსეთი მას არ შეასრულებს, ირანი თავისი უფლებების დაცვაზე იზრუნებს.
XS
SM
MD
LG