Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მოსკოვში ანდერს ფოგ რასმუსენმა კვლავ დაადასტურა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას


ლისაბონის სამიტზე ნატო კვლავ დაადასტურებს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ალიანსის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველო ნატოს წევრი გახდება, - ამის შესახებ მოსკოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. ანდერს ფოგ რასმუსენმა კვლავ დაადასტურა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მისი ორი რეგიონის არაღიარების პოლიტიკას და რომ საქართველო ნატოსა და რუსეთის უთანხმოების საგნად რჩება. ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო და მოსკოვი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობენ, რაც აუცილებელია საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების დასაძლევად. რასმუსენის განცხადებით, სწორედ ამიტომ, ნატომ და რუსეთმა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყეს თანამედროვე საფრთხეთა ერთობლივი მიმოხილვა, რომლის საფუძველზეც პრაქტიკულ თანამშრომლობას განავითარებენ.
XS
SM
MD
LG