Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება ახალი თავმჯდომარის ასარჩევად


ერაყის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება ახალი თავმჯდომარის ასარჩევად, რამაც შესაძლოა, ბოლო მოუღოს უკვე რვათვიან პოლიტიკურ კრიზისს. განცხადება, რომ ერაყის პარლამენტის სხდომა 8 ნოემბერს გაიმართება, დღეს გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ფუად მასუმმა. ერაყის კონსტიტუციით, პარლამენტმა უნდა აირჩიოს თავმჯდომარე და მისი ორი მოადგილე, შემდეგ კი დაასახელოს პრეზიდენტი, რომელიც, თავის მხრივ, დაასახელებს მმართველი კოალიციის ხელმძღვანელის ვინაობას. ერაყს მთავრობა არა ჰყავს მას შემდეგ, რაც წლევანდელი მარტის არჩევნები რომელიმე პარტიის დამაჯერებელი უპირატესობის გამარჯვების გარეშე დასრულდა. არჩევნებში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა ყოფილ პრემიერ-მინისტრ იად ალაუის ბლოკმა, რომელშიც სუნიტები დომინირებენ. მეორე ადგილზე გავიდა პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის შიიტური ბლოკი. მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეძლო უმრავლესობის მოგროვება, მთავრობის შესაქმნელად.
XS
SM
MD
LG