Accessibility links

logo-print

საქართველო და ირანი კავშირებს აღრმავებენ


თბილისში გაფორმდა შეთანხმება ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ვიზების გაუქმების თაობაზე. ორი ქვეყნის მთავრობების შეთანხმებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოთაქიმ და მისმა ქართველმა კოლეგამ, გრიგოლ ვაშაძემ მოაწერეს ხელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აქცენტები ძირითადად ეკონომიკურ პერსპექტივებზე გაკეთდა, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა თავისი ქვეყნის მზადყოფნა აქტიური მონაწილეობა მიიღოს კავკასიაში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში. მანუჩერ მოთაქის თქმით, ორი ქვეყანა ახლო კავშირების „ისტორიულ ტრადიციებს“ აღადგენს. გრიგოლ ვაშაძის განცადებით „საქართველოსა და ირანს შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრობლობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.“ ვაშაძემ ირანთან ვაჭრობის გააქტიურებაზე და უფრო მეტი ირანელი ტურისტის საქართველოში ჩასვლაზე ისაუბრა. ხუთშაბათს მოთაქი ბათუმში გახსნის ირანის საკონსულოს და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
XS
SM
MD
LG