Accessibility links

მოსკოვი და ტოკიო კურილის კუნძულების გამო მძაფრ რეპლიკებს ცვლიან


რუსეთმა არ მიიღო იაპონიის გაფრთხილება სამხრეთ კურილის კუნძულებზე რუსეთის ლიდერების ჩასვლის არასასურველობის შესახებ. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა კუნძულებზე რუსეთის პრეზიდენტის კიდევ ერთხელ ჩასვლის გეგმის შესახებ, იაპონიამ განცხადება გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს ვინმესგან რჩევის მიღებას - თუ რუსეთის რომელ რეგიონს ეწვიოს რუსეთის პრეზიდენტი და რომელს - არა. რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტმა კურილის კუნძულებზე, რომელსაც იაპონია ”ჩრდილოეთ ტერიტორიებად” მიიჩნევს, ტოკიოს მძაფრი რეაქცია გამოიწვია. რუსეთიდან დროებით გაიწვიეს იაპონიის ელჩი.
XS
SM
MD
LG