Accessibility links

logo-print

ეუთოს მეთვალყურეები აშშ-ის არჩევნებს სამართლიანად აფასებენ


ეუთოს მეთვალყურეებმა აშშ-ში ჩატარებული არჩევნები სამართლიანად შეაფასეს, თუმცა აცხადებენ, რომ აშშ-ში საარჩევნო კამპანიის დაფინანსების სისტემაში პრობლემებია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ არჩევნები ასახავს აშშ-ს ამომრჩეველთა ნებას. ეუთოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟოაო სოარეშმა, ”ასოშიეიტედ პრესის” მიხედვით, არჩევნებს ”ინტენსიური და ბინძური” უწოდა. მან ასევე გააკრიტიკა აშშ-ში საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესები იმის გამო, რომ არ არის სავალდებულო პოლიტიკური რეკლამისთვის დახარჯული ფულის გამჭვირვალება, რაც სოარეშის თქმით, ”ჩრდილს აყენებს არჩევნების გამჭვირვალებას და ანგარიშვალდებულებას”.
XS
SM
MD
LG