Accessibility links

logo-print

ბიზნესსაქმიანობის მიმზიდველობის მხრივ, საქართველო მე-12 ადგილზეა


მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ გამოაქვეყნეს ახალი გამოკვლევა, რომელიც მსოფლიოს 183 ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობის მიმზიდველობის ხარისხს აღწერს. წლევანდელ რეიტინგში, რომელიც შარშანდელისგან განსხვავებული მეთოდოლოგიით შედგა, საქართველო მე-12 ადგილზეა. გამოკვლევის თანახმად, ქვეყანაში გაუმჯობესდა კრედიტის მიღების პირობები, ინვესტორთა დაცულობა; გამარტივდა კონტრაქტების განხორციელებისა და ბიზნესის დახურვის პროცედურები. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ამავე მეთოდოლოგიით, შარშანდელ რეიტინგში საქართველო მე-13 იქნებოდა, ამიტომ წლევანდელი მე-12 ადგილი რეალურად ნიშნავს პოზიციის გაუმჯობესებას.
XS
SM
MD
LG