Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეს მალაიზიაში ოფიციალური ბრალდება წარუდგინეს


დღეს მალაიზიის სასამართლომ ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდება წარუდგინა საქართველოს მოქალაქეს ბაბუცა გორდაძეს. მისი საქმის არსებითად განხილვა სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება. მალაიზიაში დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დარეჯან კოხტაშვილის საქმეზე კი, სასამართლო პირველად 8 ნოემბერს იმსჯელებს. სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეთა საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე, აუცილებელია მათთვის კვალიფიციური ადვოკატების დაქირავება. ომბუდსმენის განმარტებით, ამ მიზნით მისი აპარატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს, თუმცა ჯერჯერობით მალაიზიურ მხარესთან კომუნიკაციის პრობლემა არსებობს.
XS
SM
MD
LG