Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ომის მერე პირველად, ქალი გახდება რაბინი


დღეს გერმანიაში რაბინად აკურთხებენ უკრაინაში დაბადებულ ქალს, რაც პირველი ასეთი შემთხვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 31 წლის ალინა ტრაიგერი უკრაინაში დაიბადა და გერმანიაში ჩავიდა 2002 წელს. კურთხევის შემდეგ, ის იქნება პასუხიმგებელი ქვემო საქსონიის ებრაული თემებისთვის. პირველად, გერმანიის ებრაულმა თემებმა რაბინად ქალი აკუთრხეს 1935 წელს. რეგინა იონასი 1944 წელს ოსვენციმში მოკლეს. გერმანიაში ახლა 200 ათასამდე ებრაელი ცხოვრობს. მათი ნახევარზე მეტი იქ ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ჩავიდა.
XS
SM
MD
LG