Accessibility links

logo-print

სერბიის პრეზიდენტმა ომისდროინდელი ხოცვაჟლეტის გამო ბოდიში მოუხადა ხორვატებს


სერბიის პრეზიდენტმა, ბორის ტადიჩმა 1991 წელს, ხორვატიის ომის დროს, ვუკოვარში ხოცვაჟლეტის გამო, ბოდიში მოიხადა. ტადიჩი პირველი სერბი ლიდერია, რომელიც ეწვია ოვჩარას, ქალაქ ვუკოვართან, სადაც 1990 წელს სერბი მეამბოხეების მიერ 260 ხორვატი იქნა მოკლული. ტადიჩმა გვირგვინი მიიტანა მათ საფლავებზე. სერბიის პრეზიდენტი ეწვია იქვე მდებარე სოფელსაც, სადაც 20 სერბი დახოცეს ხორვატულმა ძალებმა. ტადიჩის ხორვატიაში სტურობას მიიჩნევენ ორ ქვეყანას შორის შერიგებისკენ სიმბოლურ ნაბიჯად ეტაპზე, როცა ორივე ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას.
XS
SM
MD
LG