Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში აშშ-ის საელჩოს დაკავების 31-ე წლისთავს აღნიშნავენ


ირანში აღნიშნავენ ისლამისტი სტუდენტების მიერ აშშ-ის საელჩოს შენობის დაკავების 31-ე წლისთავს. ათასობით ირანელი მივიდა ყოფილი საელჩოს ამ შენობასთან და ანტიამერიკულ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა და იქ მყოფი 52 დიპლომატის მძევლად დაკავება პროამერიკული მონარქის, შაჰ მოჰამად რეზა ფეჰლევის ჩამოგდებიდან დამდენიმე თვის შემდეგ მოხდა. ირანელები უცხოეთში გაქცეული შაჰის მათთვის გადაცემას მოითხოვდნენ. საელჩოს დაკავება 444 დღე გაგრძელდა. აშშ-ს და ირანს მას მერე დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ.
XS
SM
MD
LG