Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესსაქმიანობის მიმზიდველობის ხარისხის მიხედვით საქართველო მე-12 ადგილზეა


მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ გამოაქვეყნეს ახალი გამოკვლევა, რომელიც მსოფლიოს 183 ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობის მიმზიდველობის ხარისხს აღწერს. წლევანდელ რეიტინგში, რომელიც შარშანდელისგან განსხვავებული მეთოდოლოგიით შედგა, საქართველო მე-12 ადგილზეა. გამოკვლევის თანახმად, ქვეყანაში გაუმჯობესდა კრედიტის მიღების პირობები, ინვესტორთა დაცულობა და გამარტივდა კონტრაქტების განხორციელების და ბიზნესის დახურვის პროცედურები. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ამავე მეთოდოლოგიით, შარშანდელ რეიტინგში საქართველო მე-13 იქნებოდა, ამიტომ წლევანდელი მე-12 ადგილი რეალურად პოზიციის გაუმჯობესებას ნიშნავს.
XS
SM
MD
LG