Accessibility links

logo-print

საქართველოში პრინცი ედვარდი იმყოფება


საქართველოში იმყოფება დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი ედვარდი. დედოფალ ელისაბედ მეორის ვაჟი, უესექსის გრაფი ედვარდი დღეს ესტუმრა დიდი ბრიტანეთის საელჩოს ახალ შენობას, რომელიც თბილისის კრწანისის რაიონში აშენდა. ორდღიანი ვიზიტისას პრინცი ედვარდი შეხვდება საქართველოს ხელისუფლების, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიისა და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG