Accessibility links

გაცვლაზე შეთანხმების ფარგლებში სომხეთმა ბაქოს პატიმარი გადასცა


სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა სამოქალაქო პირი და საპასუხოდ მიიღო სომეხი მოქალაქის გვამი. ეს რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ჩარჩოებში პივრველი აქტია, რომლის მიზანია დაძაბულობის განმუხტვა. რუსეთში სამიტზე სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ გაცვლიან სამხედრო ტყვეებს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დახოცილთა გვამებს. დღევანდელი გაცვლა მოხდა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მფარველობით. სულ მცირე 21 ჯარისკაცი იქნა მოკლული ორივე მხარეს საზავო ზოლის გასწვრივ. მათ შორის 11, ბოლო ორ თვეში დაიხოცა.
XS
SM
MD
LG